Pages

Tuesday, May 23, 2017

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მანჩესტერში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო, - იუწყება ფრანგული გამოცემა Le Figaro.

აღნიშნული განცხადება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი საკომუნიკაციო ქსელის „ამაყის“ საშუალებით გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხალიფატის ჯარისკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა“.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.
 ipn.ge


No comments:

Post a Comment