Pages

Thursday, June 1, 2017

საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9 სათამაშო ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას D-2-Etilhexilftalat-ს შეიცავს. ამ ნივთიერების შემცველი სათამაშოები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.
უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათამაშოების უსაფრთხოებას ვერ აკონტროლებს.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, სახალხო დამცველის აპარატი საინფორმაციო კამპანიას "უსაფრთხო სათამაშო"-ს დაიწყებს. კამპანიის ფარგლებში გაიმართება ღონისძიებები მოქალაქეებში ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე დაგეგმილია სათამაშოების წარმოებისა და ბაზრისთვის მათი მიწოდების ზედამხედველობის  მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვა. კამპანიის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment