Pages

Thursday, June 1, 2017

გერმანულმა სასამართლომ ქალს დაღუპული შვილის Facebook-ზე წვდომის უფლება არ მისცა

გერმანიის სასამართლომ, არ დააკმაყოფილა ქალის თხოვნა, რომელიც დაღუპული ქალიშვილის Facebook-ის ექაუნთზე წვდომას ითხოვდა, - წერს Reuters-ი. 
სააგენტოს ინფორმციით, 15 წლის გოგო 2012 წელს ბერლინის მეტროში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა. დედას მის Facebook-ის გვერდზე წვდომა სურდა, აინტერესებდა რა, ხომ არ იყო ინციდენტი თვითმკვლელობა. 
პირველი ინსტანციის სასამართლომ ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მიიჩნია რა რომ დაღუპული შვილის კონტაქტები სოციალურქსელში, გერმანიაში მოქმედი კანონის თანამხად, მემკვიდრეობით დედაზე გადადის. თუმცა, Facebook-მა სასამარტლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვა და ის გაასაჩივრა.

ოთხშაბათს, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სოციალური ქსელის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებზეც ვრცელდება. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment