👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კომპანია "ბადაგონის" მიერ ჩინეთში მოგებული სასამართლო პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაცია დღეს კომპანიისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარმოადგინეს.
მათი ცნობით "ბადაგონი" ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორია ჩინეთის ბაზარზე. გასულ წელს, როდესაც კომპანია "ბადაგონმა" ჩინეთის შესაბამისს უწყებაში ბრენდის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა, გაირკვა, რომ სასაქონლო ნიშანი "ბადაგონი" უკვე რეგისტრირებული იყო ჩინური კომპანიის სახელზე არაკეთილსინდისიერი განზრახვით.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ასეთი პრობლემის წინაშე ჩინეთის ბაზარზე თითქმის ყველა ქართული კომპანია დგას, რაც ქართული პროდუქციის ფასზე, რაოდენობაზე და ექსპორტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უარყოფითად აისახება.
კომპანია "ბადაგონმა" ჩინეთის სასაქონლო ნიშნების დავების განმხილველ საბჭოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და ჩინურ კომპანიას რეგისტრაცია გაუუქმდა, თუმცა ქართული მხარის თქმით, პროცესი ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა.
"ბადაგონის" მიერ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ დავის მოგების საქმე ჩინეთის ბაზარზე პირველი პრეცედენტია ქართულ კომპანიებს შორის.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment