Pages

Wednesday, October 18, 2017

კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კახაძემ დღეს, თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება.
„მოხდება არქიტექტურის სამსახურის რებრენდინგი და ურბანული პოლიტიკის გაძლიერება. ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ურბანული პოლიტიკა და რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება. ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და გვინდა, ეს ცალკე სამსახურად ჩამოვაყალიბოთ. გვექნება სამსახური, რომელიც ურნბანული განვითარების პოლიტიკას გაატარებს“, - განაცხადა კალაძემ. მას დასძინა, რომ მოხდება ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სამსახურების ოპტიმიზაცია, მერიის სამსახურების კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანობის ზრდა. 
„ჩვენ შევამცირებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს, აუცილებლად დავხვეწთ ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სერვისს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს მერიის სერვისებზე 24 საათიანი წვდომა ჰქონდეთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება, რათა დრო და ხარჯები დაზოგონ“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. 
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment