Pages

Saturday, November 25, 2017

საქართველოში 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.
საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.
გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაეშვება სახელმწიფო დროშები.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment