Pages

Thursday, November 23, 2017

ფინეთში მწერებიანი პური გაიყიდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დღეიდან ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის სუპერმარკეტებში გაიყიდება პური, რომლის დამზადებაშიც მწერებია გამოყენებული. ამის შესახებ ფინური გაზეთი Helsingin Sanomat-ი წერს. ასეთ პროდუქციას კომპანია Fazer-ი აწარმოებს, რომელშიც განაცხადეს, რომ ერთი პურის დამზადებისთვის დაახლოებით 70 ჭრიჭინაა საჭირო. გამომშრალ მწერებს პურის ფქვილში ამატებენ. მათი რაოდენობა მზა პროდუქტის 3%-ს შეადგენს. ერთი ასეთი პური დაახლოებით 4 ევრო ღირს.
ადგოლობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით ფინეთის პურის საცხობების დიდი ნაწილის ჭრიღინებით მომარაგება შეუძლებელია, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment