Pages

Thursday, November 23, 2017

თორნიკე შენგელიას ესპანურმა “ბასკონიამ” მეტოქე დაამარცხა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით ესპანურმა “ბასკონიამ” სერბეთის “ცრვენა ზვეზდას” სძლია. ბასკური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ვიტორიელებს დაძაბულ ბრძოლაში 85:81 მოაგებინა.
კალათბურთის ფედერაციის ცნობით, შენგელიამ 28 წუთში 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 5-დან 4 საჯარიმო მიამატა და 16 ქულამდე ავიდა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 4 მოხსნა და 2 პასია.
ბასკებიდან თორნიკეზე მეტი მხოლოდ გერმანელმა ვოიტმანმა ჩააგდო 17. მატჩის ბომბარდირი კი მასპინძელი ლესორტი გახდა 19 ქულით.
4 მოგებითა და 5 მარცხით “ბასკონია” 16-გუნდიან ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბასკონიელები 30 ნოემბერს, შინ “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებენ.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment