Pages

Tuesday, November 28, 2017

კენიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ასობით პოლიციელია მობილიზებული

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კენიის პოლიციამ სტადიონთან შეკრებილ ხალხზე, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება სურთ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. BBC-ის ცნობით, ათასობით ადამიანს სურს იხილოს უჰურუ კენიატას საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონია.30 ოქტომბერს, კენიის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ, განმეორებით არჩევნებზე ხმების 98% მიიღო. 
კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა. შედეგები კი 13 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ მოიპოვა. მისმა გამარჯვებამ ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ  ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო მიიღო.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment