Pages

Monday, November 27, 2017

სპირტიანი სასმელების დაბეგვრის წესი იცვლება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სპირტიან სასმელებზე აქციზით დაბეგვრის ობიექტი გაიმიჯნება და ეთილის სპირტად  ჩაითვლება ყველა სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22 პროცენტს აღემატება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მთავრობა განმარტავს, რომ ვინაიდან, ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის განაკვეთი დამოკიდებულია ერთ ლიტრ სასმელში სუფთა სპირტის ოდენობაზე და არა სასმელის ბრენდზე, საქონლის სახეობებად (მაგალითად ტეკილა, კალვადოსი და ა.შ.) დიფერენცირება აღარ მოხდება.
ამასთან, ცვლილებებით, სპირტიანი სასმელები არ დაიბეგრება, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2 პროცენტს არ აღემატება და აქციზისგან ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული საქონელიც გათავისუფლდება.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment