თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
1tv.ge
No comments:
Post a Comment