👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, ბოლო რვა თვეში, ანუ მას შემდეგ რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა(28 მარტიდან), შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 379 მოქალაქეს ეთქვა. აქედან ყველაზე მეტჯერ უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან - 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ შეადგინა - 165 059 ერთეული. პირების რაოდენობამ, რომლებმაც
სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა - 10 330 პირი შეადგინა. მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ფაქტების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:
იტალია - 77, პოლონეთი - 61, საბერძნეთი - 57, კვიპროსი - 51, უნგრეთი - 38, გერმანია - 30, ლიტვა - 25, ნიდერლანდები - 12, ბელგია - 9, საფრანგეთი - 7, შვედეთი - 3, დანია - 2, ესტონეთი - 2, შვეიცარია - 2, ფინეთი - 2 და ესპანეთი -1.
რაც შეეხება, იმ პირების რაოდენობას, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, 10 330-ს შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დარღვევები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1. რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული არ არის.
ambebi.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment