👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ფილიპინელმა სტუდენტებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გაშიშვლებით გააპროტესტეს. აქცია ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა. ამის შესახებ yahoo წერს.
ამ ფორმით მათ პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს, რასაც ქვეყანაში დიდი მსხვერპლი უკვე მოჰყვა.
წარწერით "შეწყდეს მკვლელობები" აქციის მონაწილეებმა მანილას ქუჩები შემოირბინეს. დუტერტემ მანამდე განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის გამო საკუთარ შვილსაც კი არ დაინდობს.
„თუკი ჩემი შვილები ნარკოდანაშაულთან იქნებიან კავშირში, მოკალით ისინი, რომ ხალხს სალაპარაკო არ ჰქონდეს. მე პაოლოს ვუთხარი, რომ თუკი მას დაიჭერნენ, მე მისი მოკვლის ბრძანებას გავცემდი და პოლიციის ინტერესებს დავიცავდი“, - განაცხადა დუტერტემ.
დუტერტე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ წარმოებული საკუთარი „ნარკოპოლიტიკის“ გამო გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს.
ფილიპინებზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლა 2016 წლის მაისში დაიწყო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის თანამდებობა როდრიგო დუტერტემ დაიკავა. ამ პერიოდის განმავლობაში, ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment