Pages

Friday, December 1, 2017

ხანგოშვილი: ჩატაევი ჩეჩენია და ჩვენ მუსლიმები ვართ, თუ ცხედარს ოჯახს გადასცემენ პანკისში დავკრძალავთ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში ,
,ველოდით, რომ ლიკვიდირებულებს შორის აჰმედ ჩატაევი იქნებოდა,"-ამის შესახებ განცხადება ტელეიმედთან პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა.
ხასო ხანგოშვილი ვარაუდობს, რომ ანტიტერორიტული ოპერაციის დროს დაღუპულები საქართველოში დროებით იმყოფებოდნენ და სხვა ქვეყანაში გადასვლას გეგმავდნენ.
ის მიიჩნევს, რომ მათი საქართველოში შემოსვლა არაოფიციალურად, შემოვლითი გზით მოხდა. რაც შეეხება ჩატაევის ხეობაში შესაძლო დაკრძალვას, ხანგოშვილი ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
"ის ჩეჩენია და ჩვენ მუსლიმები ვართ. თუ ცხედარს ოჯახს გადასცემენ პანკისში დავკრძალავთ"- განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.
მანამდე კი ჩატაევის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
ბინას, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ბინის გაქირავებაში კი ცოლისძმა - რიზვან გორნაკაშვილი დაეხმარა
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment