👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით, ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, 22-23 დეკემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში განხორციელებული საპოლიციო კონტროლისა და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 69 პირი დააკავა, 36 330 პირი კი გადაამოწმა.
რა უფლებები აქვთ პოლიციელებს პირის შემოწმების დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუკი პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს - ამ შეკითხვებზე AMBEBI.GE-ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ხუციშვილი ესაუბრება:ზედაპირულად შეამოწმოს. ზედაპირული შემოწმება არ ნიშნავს იმას, რომ პირი გაჩხრიკოს და ჯიბეები გადმოუბრუნოს. თუ ამ ადამიანს გარეგნულად ეტყობა, რომ აქვს იარაღი და ვიზუალურად ჩანს, ამ შემთხვევაში ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს. პოლიციელს აქვს უფლება, პირს მოსთხოვოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ პირი საეჭვოა, წარსულში ნასამართლევია ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ან იმყოფება ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობის ქვეშ, შესაძლებელია, რომ მოხდეს მისი შემოწმება.
პოლიციის შესახებ კანონი განმარტავს, რომ შემოწმება არ უნდა ლახავდეს პირის პატივსა და ღირსებას. არ უნდა იქნას გამოყენებული მის მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა და ასე შემდეგ.
- და თუ პოლიციელი გადაამეტებს უფლებამოსილებას, მოქალაქეს რა შეუძლია გააკეთოს?
- თუკი მოქალაქე თვლის, რომ პოლიციელმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, მას შეუძლია მიმართოს განცხადებით სასამართლოს და მოითხოვოს ამ პირის მიმართ რეაგირების მოხდენა.
- ჩხრეკა რა შემთხვევაშია კანონიერი რეიდის დროს?
- პოლიციელს ჩხრეკის უფლება არ აქვს, მას აქვს ადმინისტრაციული დაკავებისა და გასინჯვის უფლება. ჩხრეკა სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება. ჩხრეკას სხვა საფუძვლები სჭირდება, - სჭირდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და დოკუმენტების ერთობლიობა იძლევა ამის ვარაუდს. ეს ვარაუდი ქუჩაში გაჩერებული პირის მიმართ, ერთი შეხედვით, არ ვიცი რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოლიციელს.
- რეიდის პროცესში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს პოლიციელისგან შემოწმების მოტივზე ინფორმაცია?
- მოქალაქეს უფლება აქვს, გაიგოს იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც გააჩერებს. რაიმე დოკუმენტი, რომ შემოწმების უფლება აქვს, პოლიციელს ვერ ექნება, რადგან შემოწმება ამ შემთხვევაში მისი მოვალეობაა. პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, ვინ არის და რა უნდა ამ ადამიანისგან და პირდაპირ არ უნდა დაუწყოს ჯიბეების ამობრუნება.
- შემოწმების დროს, აქვს პოლიციელს უფლება, რომ მოქალაქის ტელეფონი გაჩხრიკოს?
- პოლიციელს არ აქვს ტელეფონის შემოწმების უფლება რეიდის დროს, რადგან ეს პირადი მონაცემებია, ამ შემთხვევაში და ამისთვის სჭირდება არგუმენტი, თუ რატომ აკეთებს ამას.
- მოქალაქეს, რომელიც შეესწრება რეიდის ფარგლებში პირის შემოწმებას, აქვს თუ არა უფლება გადაიღოს ფაქტი?
- აკრძალვა, რომ გადაღება არ შეიძლება, არსად არ არის დაფიქსირებული.
- პოლიციელს თუ აქვს უფლება, რომ მოქალაქის მიერ გადაღებული მასალა რაიმე მოტივით წაშალოს?
- ჩემი აზრით, არ აქვს უფლება პოლიციელს, რომ წაშალოს ეს დოკუმენტები. მით უმეტეს, თუ ჟურნალისტი იღებს ამ მასალას. მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედება ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლაა. თუკი მოქალაქის მიერ გადაღებულ მასალაზეა საუბარი, ეს ტელეფონი ხომ მოქალაქის საკუთრებაა, რითიც იღებს. მოქალაქეს ამ ფაქტის გადაღებაზე აკრძალვა არ აქვს არსად გაწერილი - ფარულად არ იღებს და ამის უფლება გააჩნია.
- რა სანქციებია დაწესებული სამართალდამცველისთვის, თუკი მან უფლებამოსილებას გადააჭარბა?
- პოლიციელისთვის, რომელიც გადააჭარბებს უფლებამოსილებას, სხვადასხვა სანქციები არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ზიანი გამოიწვია უფლებამოსილების გადამეტებამ პოლიციელის მხრიდან. შესაძლოა, პოლიციელს დისციპლინარული სასჯელი დაეკისროს, შეიძლება დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან, თუმცა თუ მისი ქმედებები გადაიზარდა სისხლის სამართალში, სხვა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment