Pages

Saturday, December 23, 2017

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას პოლიცია აკონტროლებს

საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაკეტილი გზის მონაკვეთის მისასვლელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის გუდაურის განყოფილების თანამშრომლები აკონტროლებენ. ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყველა სახის ავტომანქანებს დაბა ჟინვალში აჩერებენ, გზის გადაკეტვის შესახებ აწოდებენ ინფორმაციას და ურჩევენ ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში განლაგდნენ. ხოლო, რუსეთის ფედერაციაში მიმავალი ავტომანქანების მძღოლებს უხსნიან, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადაადგილებას უახლოეს საათებში ვერ შეძლებენ.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გზაზე გაჩერებულ ავტომანქანების მძღოლებსა და მგზავრებს, შესაბამის დახმარებას უწევენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment