👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რეგიონში კრიმინალის შესამცირებლად და სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, კომენდანტის საათის შემოღებას აპირებს. ამის შესახებ "პარლამენტის სხდომაზე" იმსჯელეს, სადაც "დეპუტატებმა" გენპროკურატურის ინიციატივა მოისმინეს - დანაშაულების შესამცირებლად, ღამის საათებში, სავარაუდოდ, 11 საათის შედეგ, არასრულწლოვნებისთვის "კომენდანტის საათი" დააწესონ. თუმცა, დრო, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის...
როგორც აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე, არასრულწლოვნებსა და მოზარდებში კანონის აღსრულების საკითხებში, ლარისა წულუკია აცხადებს, "ასეთი კანონი, პირველ რიგში არასრულწლოვნებს შორის, სამართალდარღვევის შემცირებას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოს. მისივე თქმით, დანაშაულების უმეტესი ნაწილი, რომელსაც არასწრულწლოვნები ჩადიან, სწორედ საღამოს საათებში ხდება ...
აფხაზური საზოგადობის აზრით, მსგავსი ინიციატივა დადებითად აისახება "ქვეყანაში" არსებულ მძიმე ფონზე. მათი მიაჩნიათ, რომ თუ მოზარდები საღამოს საათებში ქუჩაში გამოსვლას მოერიდებიან, მშობლები მათ კონტროლს უფრო მეტად შეძლებენ... ამასთან, ამ აკრძალვის შემდეგ, მოზარდები სახლში დროულად მივლენ... თუმცა, სხვების თქმით, ეს უკუშედეგს გამოიღებს, თუნდაც იმიტომ, რომ აკრძალულის მიმართ ინტერესი უფრო დიდია და კიდევ, - აფხაზეთში მხოლოდ არასრულწლოვნები არ ქურდობენ და ყაჩაღობენ, ეს "პროფესია" წლებია უკვე სხვადასხვა თაობის ადამიანებმა შესანიშნავად აითვისეს..."
მირანდა:
- მეზობელ საქართველოში, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებას მოჰყვა რეფორმატორი ხელისუფლების შეცვლა... იქ თაობას მეტ თავისუფლებას აჩვევენ, რომ სრულფასოვანი თაობა გაიზარდოს... ხომ შეიძლება, კარგი რამე გადმოვიღოთ მათგან, ეს მაინც არ არის შორს და ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ ისინი...
იდა საბეკია:
- ბავშვები მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ამიტომაც, ჩემთვის ეს ინიციატივა სრულებით მისაღებია... შესაძლოა, პრობლემა ამით ვერ მოგვარდეს, თუმცა, პრევენცია მაინც მოხდება, - მათ ეცოდინებათ, რომ გარეთ გვიან თუ იქნებიან, ამით კანონს დაარღვევენ და უფრო მოერიდებათ. თუმცა, ამან რაღაც მკაცრი სახე არ უნდა მიიღოს, - მათ არ უნდა იფიქრონ, რომ არ ვენდობით...
სენარი:
- ეს ე.წ. ინიციატივა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს დანაშაულის ნაკადს. კანონი, რომელიც რაღაცას კრძალავს, არ ნიშნავს, რომ დანაშაულის შემდგომ განვითარებას შეაფერხებს. ბავშვებს დალევასა და მოწევასაც ვუკრძალავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამის გაკეთებას შეწყვეტენ... ნარკოტიკიც აკრძალულია, კანონით ისჯება, მაგრამ რამდენი ნარკომანი გვყავს?.. აკრძალვამ შეამცირა მათი რაოდენობა?.. ასე რომ, იმ აზრამდე მივდივარ, რომ ამ ინიაციტივას არავითარი აზრი არ აქვს. ბავშვებს სახლიდან გამოსვლა კი არ უნდა აუკრძალონ, სხვა რამით უნდა დააინტერესონ, რომ დანაშაულის ჩადენის სურვილი არ გაუჩნდეთ... ვინ ზრუნავს ამაზე? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი სტადიონია აფხაზეთში? სპორტულ კომპლექსებზე საუბარიც ზედმეტია...
მარია:
- ესეც ჩვენი დალაგებული და "დემოკრატიული აფხაზეთი". საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით?.. 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში "ეროვნული მოძრაობა" იწყებოდა, მაშინ დააწესა იქაურმა ცეკამ და ეს ყველაფერი რაშიც გადაიზარდა, კი ვნახეთ... სამოქალაქო ომი გვინდა?.. რის მიღწევას ვცდილობთ?.. როგორ იქნება ეს განსაზღვრული, ვინ გააკონტროლებს მათ, ჩვენი ნარკომანი და კორუმპირებული მილიცია, რომელსაც ერთ ნაბიჯზეც არ ვენდობით?.. და ვისთვის იქნება ამ კანონის შესრულება, "ბობოლების" შვილებისთვისაც? ამის სჯერა ვინმეს?.. რას უზამენ ამ ბავშვებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ესვრიან?.. ქუჩაში დახვრეტენ?.. შედეგზე გვიფიქრია?.. ზაფხულში, 11 საათის შემდეგ გამოდიან ქუჩაში და ჩვენი შვილები სარდაფებში უნდა გადავმალოთ?.. სად, რომელ ქვეყანაში მიაღწიეს ნორმალურ ცხოვრებას, განვითარებას... ახალგაზრდები კი არ უნდა ჩაკეტო, განვითარების საშუალება უნდა მისცე...
ახრა:
- ახალგაზრდები აბუნტდებიან. ამაში ხელისუფლება მინდა დავარწმუნო, რომ ეს უარესს შედეგს გამოიღებს. ასეთი რამ აფხაზეთში არასდროს ყოფილა და იმედი მაქვს, არც იქნება... რატომ იპარავენ და ძალადობენ ახალგაზრდები, იმიტომ, რომ ფული არ აქვთ. ბარემ პირდაპირ დააპატიმრონ ან დახოცონ, - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა..
ვერისტა ბრენერი:
- არაფერი ბუნტი არ იქნება, რადგან ეს კანონიც ქაღალდზე დარჩება, ისე, როგორც აქამდე სხვა დანარჩენი... საბჭოთა კავშირის დროსაც იყო კანონი, მაგრამ აფხაზეთში არ მუშაობდა.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
No comments:
Post a Comment