15 დეკემბრიდან მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს, ასევე ყველა მსურველს პირდაპირ ვებგვერდიდან შეუძლია გამოსაშვები გამოცდების სრული იმიტაციის გავლა შემდეგ 8 საგანში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია.
არსებული სისტემა საშუალებას აძლევს სკოლებს, რომლებსაც სურთ გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციაში მოსწავლეების ჩართვა, ტესტირება ცენტრალიზებულად ჩაატარონ.
ტესტირება საგამოცდო სისტემით ტარდება. პროგრამა ისევე გააკონტროლებს ტესტირების დროს, როგორც გამოცდისას. CAT-ის ალგორითმით დადგინდება თქვენი შეფასება (შედეგი ეკრანზე გამოჩნდება).
ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდანაა შესაძლებელი.
წელს პროექტი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა მსურველებისათვის - ცენტრმა პროექტისათვის სპონსორების მოზიდვა დაიწყო. მათი მხარდაჭერით ტესტირების საფასური განახევრდა - ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის ღირებულება 5 ლარია (ნაცვლად 10 ლარისა).
მსურველები მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ პირდაპირ ცენტრის ვებგვერდებიდან www.naec.gov.ge; online.naec.ge გაივლიან ტესტირებას.
ერთი საგნის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება მაქსიმუმ 3-ჯერაა შესაძლებელი.
naec,ge
No comments:
Post a Comment