საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩიეს. მას არჩევნების მეორე ტურში მონაწილე 958 დელეგატიდან მხარი უმრავლეოსობამ დაუჭირა, მეორე კანდიდატს კი მხოლოდ 23 ხმა ერგო. დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ პოზიციაზე მან ზაზა ხატიაშვილი შეცვალა.
იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე დელეგატთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა, კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი: ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი მონაწილეობდნენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8-კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment