სოფელ ხელთუბნიდან გორის საავადმყოფოში 8-12 წლამდე 6 ბავშვი გადმოიყვანეს. პაციენტები მუცლის ტკივილის ჩივილებით გამოიკვლიეს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისთვის 3 ბავშვი საავადმყოფოში რჩება.
წინასწარი ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ წყალი დალიეს, რომელშიც ანტიფრიზი იყო გარეული. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებიდან ოთხი 8 წლის არის, ხოლო ორი კი 11-12 წლის. 4 ბავშვი საავადმყოფოში სასწრაფომ, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ 2 ბავშვი მშობლებმა მიიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტები ამბობდნენ, რომ ონკანში ქაფიანი წყალი მოდიოდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment