Pages

Sunday, January 7, 2018

ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადის მედლებს ელექტროტექნიკისგან დაამზადებენ

ტოკიოში, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს გადამუშავებული ელექტროტექნიკისგან მიღებულ მედლებს გადასცემენ. ინფორმაციას insidethegames-ი ავრცელებს. 
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჯართის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, როგორიცაა მაცივრების, კონდიციონერებისა და მობილური ტელეფონების გადამუშავებით შესაძლებელია მედლებისთვის საჭირო ყველა ლითონის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მიღება.
ოლიმპიადის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ამ გზით გარემოს გაუფრთხილდებიან და დამატებითი რესურსის საჭიროება აღარ იარსებებს.
ისინი იმედოვნებენ, რომ 8 ტონა ელექტროტექნიკის შეგროვების შემთხვევაში, ორი ტონა ლითონის მიღებას შეძლებენ.
ჯამში, 5000 ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის დამზადება იგეგმება. კამპანიაში ჩართვა რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ. 
\

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

იდეის ავტორები სპეციალურ ყუთებს მაღაზიებთან და ოფისებთან დადგამენ. ყუთები შენობებთან იქამდე დარჩება, ვიდრე მედლებისთვის საკმარისი ელექტროტექნიკა არ შეგროვდება.
კამპანიას საკუთარი ტელეფონები უკვე შესწირეს ზიმბაბველმა მოცურავემ, ქირსტი ქოვენთრიმ და ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ბორის ჯონსონმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment