არგენტინის პოლიცია ბოროტმოქმედებს ეძებს, რომლებმაც სასაფლაოდან მცირეწლოვანის ცხედარი გაიტაცეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
შემთხვევა ბუენოს-აირესში შობამდე მოხდა მოხდა. პნევმონიისგან გარდაცვლილი 1 წლამდე ბავშვის ცხედარი სასაფლაოზე "დროებით" დაწესებულებაში იყო დასვენებული, რადგან იმ დროისთვის სასაფლაოზე ადგილი არ იყო.
რამდენიმე კვირის შემდეგ იქ მისულმა ბავშვის მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვის ცხედარი კუბოდან გაქრა. ადგილობრივი პოლიცია მიიჩნევს, რომ მომხდარში სექტის წევრები არიან გარეულები, რომლებიც სატანისტურ რიტუალებს ატარებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment