Pages

Saturday, January 20, 2018

21 იანვარს საქართველოს ზამთრის კურორტებზე თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება

მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, 21 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, ჩატარდება სახალისო შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას. 
„თოვლის მსოფლიო დღე“ მასშტაბური ღონისძიებაა და მასში 45 ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდა. ამ დრომდე ღონისძიება 645- ზე მეტ კურორტზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ავსტრიაში, კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაშსი, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში. 
,,თოვლის მსოფლიო დღე“ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია აღინიშნება.
imedines.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment