Pages

Saturday, January 20, 2018

მაკედონია ქვეყნის ახალ სახელწოდებას რეფერენდუმის გზით გადაწყვეტს

მაკედონია ქვეყნის ახალ სახელწოდებას რეფერენდუმის გზით გადაწყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, გადაწყვეტილება საერთო ეროვნული კონსენსუსის შედეგად უნდა მიიღონ. ინფორმაციას Protothema ავრცელებს.
“ჩვენ ვხედავთ გამჭვირვალე პროცესს, რომელიც საერთო ეროვნული კონსენსუსით უნდა დასრულდეს და გადაწყვეტილებას რეფერენდუმის გზით მხარი მოქალაქეებმა უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა ზაევმა.
მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაეროს შუამავლობით მიმდინარეობს და როგორც მაკედონიის პრემიერი ამბობს, პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ალიანსში გაწევრიანება სურს. სტოლტენბერგმა სკოპიეში, იუგოსლავიის ამ ყოფილი რესპუბლიკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიესალმება მაკედონიის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ვითარების „რეალისტურად“ შეფასებას, რადგან ჯერ კიდევ ბევრი საქმე უნდა გაკეთდეს. ეს ეხება სახელწოდება „მაკედონიის“ გარშემო საბერძნეთთან დავასაც, რომელიც სტოლტენბერგის აზრით, მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდება.
ბალკანეთის ქვეყნის „მაკედონიად“ წოდების მიმართ საბერძნეთის უარყოფითი დამოკიდებულება დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირსა და ნატოში მის გაწევრიანებას. ათენი შიშობს, რომ ამ სახელწოდებამ შესაძლოა  ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასთან დაკავშირებით სირთულეები შექმნას.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment