Pages

Thursday, January 11, 2018

დღეში 3.5 კილომეტრის გავლა მეხსიერებას აუმჯობესებს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ დღის განმავლობაში 3.5 კილომეტრის გავლა მეხსიერებას აუმჯობესებს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.
მეცნიერები 60-დან 72 წლამდე ასაკის ადამიანებს აკვირდებოდნენ, რომლებსაც ნაბიჯების მთვლელი აპარატი - აქსელერომეტრები დაურიგეს და შემდეგ, 2 წლის მანძილზე მიღებულ მონაცემებს სწავლობდნენ. 
მათ კვლევაში მონაწილე ასაკოვანი ხალხი ორ ჯგუფად დაყვეს -  პირველი დღეში 4 ათას, ან უფრო ნაკლებ ნაბიჯს დგამდა; მეორე კი - 4 ათასზე მეტს. 4 ათასი ნაბიჯი დაახლოებით 3.2 კილომეტრია.
კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმ ჯგუფში შემავალი ადამიანები, რომლებიც ნაკლები ფიზიკური აქტივობით ხასიათდებოდნენ კოგნიტური ფუნქციების უფრო დაბალი დონე აღენიშნებოდათ. რაც უფრო აქტიურები იყვნენ პაციენტები, მით უფრო მაღალი იყო მათი ყურადღების მობილიზაციის უნარი, ინფორმაციის ანალიზის და სწორი გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე.
კვლევის დასასრულს, ამ ორ ჯგუფს შორის დიდი სხვაობა მიიღეს მეხსიერების გაუმჯობესების მიმართულებითაც.
მენტალური დაავადებების ეროვნული ალიანსის ცნობით, მენტალური პრობლემების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 75 პროცენტი ახალგაზრდობაში, 24 წლის ასაკიდან იწყება. ამ პერიოდიდან ხშირად ჩნდება შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), კვებითი აშლილობა და მრავალი სხვა. 
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ხშირად ვიაროთ სკვერებსა და პარკებში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment