კორპორაცია Apple, iCloud-ის მომხარებელი ჩინეთის მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე წვდომას ოფიციალურ პეკინს გადასცემს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი შეტყობინება უკვე გაეგზავნათ მომხმარებლებს.
კომპანიის თქმით, ჩინელი მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ როგორც Apple-ს, ასევე სახელმწიფო კომპანია Guizhou on the Cloud Big Data (GCBD)-ს. ამ ნაბიჯით, Apple-ი ჩინეთში მოქმედი Cloud-სერვისების კანონს ასრულებს.
GCBD-ს მფლობელები პროვინცია გუნჯოუს ხელმძღვანელებიც არიან. Apple -მა გუანჯოუში დატა-ცენტრი გახსნა, რადგან ჩინური კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეების მონაცემები უნდა ინახებოდეს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment