პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა
პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია. 👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში „გუშინ დილის მონაცემებით, 40 ჰოსპიტალიზებული იყო, რომელთაგან 18 ბავშვია. წუხელ დაემატა 4 ადამიანი, აქედან - 3 ბავშვი“, - აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული. ეს მონაცემები მხოლოდ თბილისის ფარგლებშია დაფიქსირებული. ipn.ge
No comments:
Post a Comment