Pages

Tuesday, January 2, 2018

სინოპტიკოსები ხვალიდან უნალექო ამინდს პროგნოზირებენ


სინოპტიკოსები დღეს არამდგრად, ხვალიდან კი უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +6 +11 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი - +7 +12 გრადუსის ფარგლებში. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სინოპტიკოსის პროგნოზით, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატური მოიმატებს და +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი კვლავ +7 +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 
უნალექო ამინდი შენარჩუნდება 4 იანვარსაც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით ისევ მოიმატებს და +18 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში +7 +13 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ღამის საათებში შესაძლებელია მცირე ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. 



 
სინოპტიკოსები 5 იანვარს დილიდან უნალექო ამინდის პროგნოზირებენ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს. ამასთან, 5 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში კი იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით.
ipn.ge

No comments:

Post a Comment