კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ბიტკოინები გაყიდა. როგორ მან თავად განაცხადა სტოკჰოლმში ბიზნეს-ფორუმზე, დაიღალა კრიპტოვალუტის კურსის არასტაბილურობაზე ნერვიულობით. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
ვოზნიაკის განცხადებით, მან ბიტკოინები მაშინ შეიძინა, როდესაც ვალუტის ფასი 700 დოლარი იყო. გაყიდვის გადაწყვეტილება კი გასული წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა 20 000 დოლარს მიაღწია. როგორც პროგრამისტი ამბობს, ბიტკოინები ექსპერიმეტისთვის იყიდა.
„როდესაც კურსი ძალიან გაიზარდა, გადავწყვიტე, არ ვყოფილიყავი იმ ადამიანთა რიცხვში, ვინც კურსს უყურებს და ნერვიულობს,“- განაცხადა ვოზნიაკმა. მან დასძინა, რომ ის მაშინ არის ბედნიერი, როდესაც სანერვიულო არ აქვს, ამიტომ გაყიდა კრიპტოვალუტა.
ბიტკოინს გაუფასურებას უწინასწარმეტყველებენ. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა რობერტ შილერმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კი, ინვესტორმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ფინანსური საპნის ბუშტია.
2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როცა მისმა ღირებულებამ 20 ათას დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში ის განახევრდა.
imedinews.ge
ჩემი პროგნოზებიც გამართლდა როდესაც 21 დეკემბერს მეგობართან საუბრისას ავღნშნე რომ გაუფასურდებოდა
ReplyDelete