ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული კაროლინ ვოზნიაცკი გახდა. დანიელმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგანი რუმინელი სიმონა ჰალეპი 7:6 3:6 6:4 დაამარცხა.
შეხვედრა 2:53 საათს გაგრძელდა და მატჩის მიმდინარეობის დროს კაროლინმა 2 ეისი , 6 ორმაგი შეცდომა და 7 ბეიკ პოინტი შეასრულა. ვოზნიაცკიმ დიდი სლემის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment