ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე ხელს უწყობს ჭკუასუსტობის (დემენცია) განვითარებას იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც II ტიპის დიაბეტი არა აქვთ. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.
სამეცნიერო სამუშაო ხანგრძლივი კვლევის English Longitudinal Study of Ageing-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2002 წელს დაიწყო.
მეცნიერები დაახლოები 10 წლის განმავლობაში 50 წელზე უფროსი ასაკის 5 189 ადამიანის ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ. ამასთან კვლევაში მონაწილეების ნახევარი ქალი იყო.
სპეციალისტები აფასებდნენ მონაწილეების კოგნიტური შესაძლებლობების დონეს, აგრეთვე სისხლში HbA1c-ის (გლიკოზირებული ჰემოგლობინი) შემადგებლობას.
მართალია კვლევის ყველა მონაწილეს სიბერის გათვალისწინებით კოგნიტური შესაძლებლობები დაუქვეითდა, თუმცა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ HbA1c-ის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ინტელექტის გაუარესებას. ეს კი მეხსიერების გაუარესებით გამოიხატებოდა.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ II ტიპის დიაბეტს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი გაზარდოს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment