Pages

Monday, January 29, 2018

გერმანელმა მეცნიერებმა საწვავით მოწამვლის შესასწავლად მოხალისეები გამოიყენეს

გერმანელმა მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ავტომობილის გამონაბოლქვის ზემოქმედების შესაფასებლად, 25 ჯანმრთელ ადამიანზე ცდა ჩაატარეს.  კვლევა სამმა უმსხვილესმა საავტომობილო მწარმოებელმა, BMW -მ, Mercedes-მა და VW-მა დააფინანსა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. 
კვლევა გერმანიაში, ახენის უნივერსიტეტში ჩატარდა. მოხალისეები რამდენიმე საათის განმავლობაში სუნთავდნენ ტოქსიკურ გამონაბოლქვს.  
კვლევა გარემოს დაცვისა და ჯანმრთლობის ევროპის კვლევითი ჯგუფის (EUGT) მიერ ჩატარდა. 
გამონაბოლქვის ზემოქმედების შეფასება (ავტომობილ VW Beetle შეფასება)  2014 წელსაც ჩატარდა. კვლევისთვის მაიმუნები გამოიყენეს. 
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ გზით შესაძლებელია, გამონაბოლქვის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება. კვლევების მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი ცდების ჩატარება არაეთიკურია. 
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის ინფორმაციით, მსოფლიოში გამონაბოლქვით გამოწვეული დაავადებბების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment