Pages

Wednesday, January 31, 2018

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერმინისტრს ანდრეი კობიაკოვს შეხვდება.
გარდა ამისა, პირველი ვიცეპრემიერი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის მუშაობაში, რომლის დასრულების შემდეგაც სხდომის პროტოკოლს მოეწერება ხელი. ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მიხაილ რუსის ერთობლივი ბრიფინგი ბელარუსის მედიისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის უნივერსიტეტში, კომპანიაში „მინსკ კრისტალი“, ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკში „Великий Камень“, აგროგაერთიანება „ოზერნეცკი-აგროსა“ და აგროტურისტული კომპლექსი „თეთრი ლოსში“.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ვლადიმერ ვაშჩენკო და ბელარუსელი მაშველები დაჯილდოვდებიან ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის. საქართველოში პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 1 თებერვალს დაბრუნდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment