Pages

Wednesday, January 31, 2018

კახეთში ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩატარდა

კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლმა ადამიანები და პირუტყვი დაკბინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ ძაღლი ცოფიანი იყო.  სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში ჩაატარეს იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ძაღლის მიერ დაკბენილ და კონტაქტირებულ პირებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია ჩაუტარა  298 734 სულ ცხოველს, მათ შორისაა 279 690 სული ძაღლი/კატა და 19 044 სული მსხვილფეხა პირუტყვი.
ცოფი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაკბენით, დადორბვლით ან დაკაწვრით. ცოფით ავადდება ადამიანიც. დროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment