Pages

Thursday, January 11, 2018

დღეს კრწანისის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

12 იანვარს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამ სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 სთ-დან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში: კრწანისის ქუჩას და ჩიხებს, წინანაურის ქუჩას და ორთაჭალის ქუჩის ნაწილს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment