Pages

Thursday, January 11, 2018

სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გრიგოლ ბაკურაძის წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელს განიხილავს. პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცლას ითხოვს,რომლის მიხედვითაც ბაკურაძე მეუღლეზე. დეა გოშხეთელიანზე ფიზიკური ძალადობის გამო 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ბრალდების მხარე გირაოს პატიმრობით შეცლას ითხოვს. პროცესს ესწრება თავად ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძეც. 
გრიგოლ ბაკურაძე, რომლისთვისაც ბრალდებამ ოჯახური ძალადობის გამო პატიმრობა მოითხოვა, ქუთაისის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა. მას 22 წლის დეა გოშხეთელიანი ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე თავს 3 იანვარს დაესხა და მას და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment