Pages

Sunday, January 7, 2018

ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა 16-17 იანვარს ბრიუსელში გაიმართება.
შეხვედრაში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ნატოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.
"შეხვედრაზე განიხილება ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევები. სამხედრო მეთაურები "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" პარტნიორებთან ავღანეთის მისიის შესახებ იმსჯელებენ. საქართველოსთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, თავდაცვის სფეროში რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და ე.წ. არსებითი პაკეტის მომავალზე იქნება საუბარი.
ცნობისთვის, ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელსაც როზარია პულისი ხელმძღვანელობს. ამ თანამდებობაზე მან იულიამ ლაჰიუ შეცვალა. ის ამ პოსტზე 1 იანვარს დაინიშნა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment