Pages

Sunday, January 7, 2018

როგორ გახდა "მელოტი" საშობაო ნაძვის ხე რომის ღირსშესანიშნაობა


ცნობილმა "მელოტმა" საშობაო ნაძვის ხემ, შესაძლოა, რომის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში "MAXXI" გადაინაცვლოს. თავიდან ნაძვის ხეს მისი გაცრეცილი გარეგნობა მნახველებში სიცილს იწვევდა და ტუალეტის საწმენდ ჯაგრისს ადარებდნენ. დეკემბრიდან ნაძვის ხეს დასცინოდნენ და „Spelacchio“-ს უწოდებდნენ, რაც "მელოტს" ნიშნავს.
ადგილობრივები და ტურისტები შოკირებული და აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ შობამდე რამდენიმე კვირით ადრე ნაძვის ხე მომაკვდავივით გამოიყურებოდა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
ხელისუფლებამ დაახლოებით, 50 ათასი ევრო დახარჯა მისი ავსტრიის საზღვრიდან ჩამოსატანად. ნაძვის ხით უკმაყოფილოებმა განაცხადეს, რომ ხის გარეგნობა იმ ვითარებას ასახავს, რომელიც რომში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა. არასტანდარტულ ხეს მომხრეებიც გამოუჩნდა, მათ შორის“ტვიტერშიც“, სადაც ცალკე "ექაუნთი" შეიქმნა: „@Spelacchio“. "ამბობენ, ჩემი დადგმა სურთ მუზეუმში. შევიწროვდი, კარავაჯო“ - ნათქვამია ერთ-ერთ ტვიტში.
იტალიური გაზეთის "Corriere della Sera“-ს ინფორმაციით, ნათლისღების დადგომასთან ერთად არაერთგვაროვან ნაძვის ხეს აიღებენ და მისი საბოლოო ბედი მუზეუმში განთავსება არ იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, რომის ხელისუფლება გეგმავს მისგან ხის სახლის გაკეთებას, სადაც ქალებს შეეძლებათ განმარტოება ბავშვების გამოსაკვებად, ან საფენების შესაცვლელად. კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია - რომის სკოლებისთვის ათასობით ფანქრის დამზადება. მოსალოდნელია, რომ ნაძვის ხის შესახებ გადაწყვეტილება 8 იანვარს პრესკონფერენციაზე გამოცხადდება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment