Pages

Wednesday, January 24, 2018

ბექა ხახუბიას საქმეზე ვიდეომასალის შესწავლა გრძელდება

გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს კვლავ ვიდეო-აუდიო მასალების შესწავლა გაგრძელდება.
წინა პროცესებზე უკვე შეისწავლეს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის ბორტის ვიდეოკადრები და სამხრე კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომლების ავარიამდე და ავარიის შემდეგ ვითარებას ასახავდა.
მასალების შესწავლის დასრულების შემდეგ კვლავ მოწმეთა დაკითხვა განახლდება .ბრალდების მხარის 70 მოწმიდან ამ დროისათვის 30 უკვე გამოიკითხა. 
პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, თუმცა 11 აგვისტოს სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულებმა მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment