Pages

Wednesday, January 24, 2018

მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს

"ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება," - საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით,  საკითხზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
„ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას, ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოს დაცვითი ასპექტების, ასევე სხვა საკითხების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მიმართულების. ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით. შემდეგი ეტაპი იქნება, რომ საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის მაღალი გარემოს დაცვითი სტანდარების მიმართულებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment