Pages

Wednesday, January 3, 2018

როგორ აწევინებენ სიგარეტს მცირეწლოვან ბიჭუნას ოჯახის წევრები - ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

"ფეისბუქზე" ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ეწევა ოჯახის წევრების თანდასწრებით მცირეწლოვანი ბიჭუნა. ამის უფლებას და საშუალებას ბავშვს თავისივე მშობლები აძლევენ, რომლებიც აქეზებენ პატარას საქციელს და სიხარულითა და ხუმრობით ეხმაურებიან ამ ფაქტს.

"რაფერი კაი ტიპია, გადაუღე"; "მიდი მოწიე ძმა"; "შენ ხარ იმენა ჯიგარი ტიპი" - აქეზებენ უფროსები არასრულწლოვანს, რომლის ასაკიც იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა ის სავარაუდოდ, სამ წლამდე ასაკის იქნება. როგორც საუბრიდან ირკვევა, ოჯახის წევრებს შორის, სავარაუდოდ, ბავშვის მშობლები და დეიდაც არიან.

იხილეთ ვიდეო: "სიმონ, რატო მეკაჩავები" - მშობლები მცირეწლოვან ბავშვს სიგარეტს აწევინებენ 

ბავშვის საუბრის მანერაც და მიმიკებიც აგრესიულია - "რატომ მეკაჩავები? არ შეგეშალოს არაფერი! გაიგე?" - ამბობს ბიჭუნა, მის ამ რეპლიკებს კი უფროსები სიცილით ხვდებიან.

ვიდეო სოციალურ ქსელში უკვე ათასობით ადამიანმა ნახა. კომენტარების ავტორები აღშფოთებას ვერ მალავენ ნანახის გამო: 

"ეს ბავშვზე ძალადობაა!"; "საზღვარი არ აქვს ქართველების სისაზიზღრეს. მრცხვენია ასეთი ხალხის თანამემამულე რომ ვარ. და ვუთანაგრძნობ ასეთ ხალხს"; "აღზრდის ამ მეთოდს იყენებს მამა სამწუხაროა და თან ვიდეოს ავრცელებს ჰგონია საოცრებას დებს. ეს გაუნათლებლობის ბრალია და ძალიან სამწუხაროა"; "კაი მამა ნასვამია და გამოს..და, დედას რა უხარია? გავა წლები და ტირილად ექცევათ ყველა ასეთი საქციელი ბავშვისადმი" - წერენ სოციალურ ქსელში ვიდეოს კომენტარებში და მშობლების დასჯას ითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, AMBEBI.GE კომენტარისთვის უფლებადამცველებს დაუკავშირდა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ბავშვის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობისთვის ზიანის მომტანად აფასებს. მისი თქმით ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვის უფლებები საკმაოდ მძიმედ ირღვევა:

"ხდება არასწრულწლოვნის წახალისება, რომ თავის ჯანმრთელობას მძიმე ზიანი მიაყენოს. რა თქმა უნდა, სიგარეტი და ალკოჰოლი არასრულწლოვანთან სრულიად შეუსაბამო და აკრძალულია. როგორც ჩანს სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს ან სხვა ზრდასრულ პირებს არ გააჩნიათ ინფორმაცია, რომ ბავშვის უფლებებს ძალიან მძიმე ფორმით არღვევენ და ამ დარღვევის შესახებ იმდენად არ არიან ინფორმირებულები, არც ის იციან, ამას კანონით რა სანქციები შეიძლება მოჰყვეს. 

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre


მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ვიდეოს გავრცელებაზე უნდა გვქონდეს რეაგირება, არამედ სოციალურმა სამსახურმა ეს საქმე აუცილებლად უნდა შეისწავლოს. სამსახური ამ ბავშვის ოჯახის წევრებს აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს, განუმარტოს, რამდენად მძიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთ ზემოქმედებას ახდენენ ბავშვზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლების ინფორმირება მოხდეს და მათ აუხსნან, რომ ეს არის დაუშვებელი," - განმარტავს არგანაშვილი.

იურისტის თქმით, ასეთ შემთხვევებში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობასაც დიდი მნიშვენლობა აქვს, რომ მოსახლეობას ცნობიერება აუმაღლოს და ბავშვთა უფლებების თემაზე განათლება მიაწოდოს. რაც შეეხება მომხდარზე რეაგირების მექანიზმებს, ამ შემთხვევაში სასამართლოს ჩართულობაც შესაძლებელია, მაგრამ თუ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით ვიხელმძღვანელებთ, ბავშვისთვის ყველაზე კომფორტული გარემო ოჯახია, ამიტომ უმჯობესია, თვითონ ოჯახის წევრებს მიეწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დაიცვან არასრულწლოვანის უფლებები.

"საქართველოს კანონმდებლობით არის გარკვეული შესაძლებლობა, რომ სანქციები გატარდეს, მაგრამ საერთოდ, მიშვნელოვანია ოჯახების მხარდაჭერა, თუ მათ არ იცოდნენ, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, მომავალში რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გაიმეორონ და სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მშობელს, რომ მან ბავშვის უფლებები დაიცვას. მე ყოველთვის მშობლის და ოჯახის გაძლიერების სტრატეგიას ვემხრობი, იმიტომ რომ ის რაც ხდება, ხშირ შემთხვევაში, არაინფორმირებულობის ბრალია. ვფიქრობ, რომ აქაც არაინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე. მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მხრივ სოციალური მომსახურების სააგენტო ძალიან პასიურია, რომელსაც ამის ვალდებულება სახალხო დამცველთან ერთად აქვს" - განმარტა ანა არგანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ვიდეოზე უარყოფითი კომენტარების გაჩენის შემდეგ, ბავშვის ოჯახის წევრებმა ვიდეო "ფეისბუქიდან" წაშალეს".

მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE

No comments:

Post a Comment