Pages

Wednesday, January 3, 2018

მართვის მოწმობებთან დაკავშირებით შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, მართვის მოწმობები დროულად შეცვალონ. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


როგორც მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო სამსახურის უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, მართვის მოწმობების შეცვლის ვადის გადაწევა განაპირობა იმან, რომ მოქალაქეებმა ბოლო დღეების განმავლობაში მოინდომეს მართვის მოწმობების შეცვლა, რამაც რიგები გამოიწვია და დროში ვერ ესწრებოდა. 

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre


”2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის პროცესი უნდა გაგრძელებულიყო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე. ჩვენს მიერ წარმოებული აქტიური კამპანიის მიუხედავად, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა ბოლო დღემდე მოეტანა ეს პროცესი და ბოლო დღეს შეეცვალა მართვის მოწმობა. ამან გამოიწვია დიდი რიგები მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და ამის გამო ვერ მოხერხდა ყველასთვის მართვის მოწმობის შეცვლა 1-ელ იანვრამდე. შესაბამისად, გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ვადა გაგრძელებულიყო და აღნიშნულ ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1-ელი აპრილი. მოვუწოდებ ყველას, მოვიდნენ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და შეცვალონ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები. შეცვლის პროცედურა მარტივია - წარმოადგენთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, მართვის მოწმობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და საფასურის გადახდის ქვითარს. კარგი იქნება თუ ისევ ბოლო დღემდე არ მივა ეს პროცესი. დაახლოებით, ჯერ კიდევ 80 000 მართვის მოწმობაა შესაცვლელი”, - განაცხადა მაკასარაშვილმა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment