Pages

Monday, January 29, 2018

ქობულეთში ბულვარის მშენებლობა იწყება


ქობულეთში 3-კილომეტრიანი ბულვარის მშენებლობა იწყება. შესაბამისი მონაკვეთის პროექტი უკვე შეძენილია. ინფორმაციას tv25 ავრცელებს. 
კონცეფციის მიხედვით, უნდა მოეწყოს სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი, ველობოლიკები და მოპირკეთდეს საფეხმავლო მონაკვეთები. 
ასევე, იგეგმება მწვანე ზოლი გაშენება, ახალი განათების სისტემისა და ტრენაჟორების დამონტაჟება. 
ქობულეთის მერის განცხადებით, პროექტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირთათვის. მუნიციპალიტეტის მერიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ თუ როდის დასრულდება მშენებლობა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროექტო ორგანიზაციებთან. პირველ ყოვლისა, უნდა მოვაწესრიგოთ ნაპირდამცავი ჯებირები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროექტის რეალიზაცია გონივრულ ვადებში მოხერხდეს" - ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე.
პროექტის განსახორციელებლად 7 600 000 ლარია საჭირო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment