ფინეთში, ყინულზე მომუშავე მოქანდაკეებმა ახალი სასტუმრო ააშენეს. ყინულის სასტუმროში სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მაყურებლებს სერიალის მიხედვით შექმნილი ინტერიერი დახვდებათ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
სასტუმრო ჰელსინკიდან 90 წუთის სავალზე აშენდა და ჯამში 24 სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. მათ შორის 10 ოთახი სასტუმრო ნომერია.
ყინულის შენობაში ტემპერატურა -5 გრადუსამდეა. ტურისტებს ნომრებში თერმული საძილე ტომრები დახვდებათ, დილით კი კენკრის ჩაით გაუმასპინძლდებიან. სტუმრების განკარგულებაშია კინოთეატრი, ბარი და სამლოცველო.
ყინულის შენობაში შესვლის ფასი 18 დოლარია, 30-კაციანი ჯგუფისთვის კი ექსკურსია გიდის მომსახურებით დაახლოებით 78 დოლარი ღირს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment