რაგბიში საქართველოს ვიცეჩემპიონი ბათუმის "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ფლეი-ოფისთვის მზადებას შეუდგა. მეოთხედფინალში ზღვისპირელების მეტოქე რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა-სარასენსია", რომელსაც "ბათუმმა" ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მშობლიურ არენაზე 20:17 სძლია.
ფლეი-ოფი ორრაუნდიანია და ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის. პირველი შეხვედრა 13 იანვარს ბათუმში, 15 საათზე დაიწყება, ხოლო 20 იანვარს ბათუმელები კლუჟში ითამაშებენ. ეს თამაში 16 საათზე დაიწყება.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment