საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულს ონლაინ-რეჟიმში ასწავლის. ინფორმაცის სააგენტო ipn ავრცელებს. როგორც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის საკვირაო სკოლები, ეს საკმარისი არ არის. "ჩვენ გვექნება ონლაინ რეჟიმში სწავლების კოორდინაცია, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ჯგუფი შეიქმნას და მათ ქართული ენა კვალიფიციური სპეციალისტებისგან ისწავლონ“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ალიბეგაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივას სავარაუდოდ სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა შესაძლებელია, ეს კომერციული საქმიანობის ნაწილი იყოს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2018 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება.
საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ალიბეგაშვილმა 27 ოქტომბერს დაიკავა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment