Pages

Tuesday, January 9, 2018

ავსტრალიაში ცხოველები ძლიერი სიცხისგან იტანჯებიან

ავსტრალიაში გაუსაძლისი სიცხის გამო ასობით ღამურა მოკვდა. სიცხემ პრობლემები სხვა ცხოველებსაც, მათ შორის ჩიტებსა და ოპოსუმებს შეუქმნა, რომლებიც სიცხეს რთულად იტანენ. ამის შესახებ BBC წერს.
ცნობილია, რომ სიდნეიში 1939 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ისეთი სიცხე, როგორიც ახლაა - ტემპერატურა 47 გრადუსამდეა. 
გამოცემის ცნობით, ასევე დაფიქსირდა ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. მაგალითად, ერთმა ქალმა ძაღლის ლეკვი მზის გულზე მდგარ ავტომობილში დატოვა, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 65 გრადუსამდე იყო, თავად კი სავაჭრო ცენტრში წავიდა. პოლიციელებმა მანქანის შუშა ჩაამსხვრიეს და ლეკვი გამოიყვანეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment