იტალიის დედაქალაქში, სამშენებლო კარიერის სიახლოვეს, გზა ჩაინგრა. ამის შესახებ გამოცემა La Stampa იტყობინება. ინციდენტის შედეგად, პარკინგზე მდგარი მანქანები 10 მეტრის სიღრმის გიგანტურ ორმოში ჩავარდა.
ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. მაშველებმა ახლომდებარე 2 სახლიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს.
მომხდარის გამო, რომის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment