Pages

Thursday, February 15, 2018

თბილისში ელექტრომანქანების დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს

დედაქალაქში ელექტრომანქანების დამტენი სადგურების რაოდენობის მზარდი მაჩვენებლის პარალელურად 2019 წლიდან ავტომობილის დატენვა შესაძლოა ფასიანი გახდეს. კომპანია „E-space“-ის აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დეტალები წლის ბოლოსთვის დაზუსტდება.
„საქართველოში ელექტრომანქანების დამტენი სადგურების რაოდენობა ყოველწიურად იზრდება, რადგან ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად მზარდია. გახდება თუ არა „ქალაქის დამტენები“ ფასიანი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ამას ბაზარიც გვკარნახობს. დღეს, კონკურენტი არ გყავს, მოთხოვნა მზარდია, ამიტომ შეიძლება ფასიანიც გახდეს“-აღნიშნა გვალიამ.
მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 70 %-ზე მეტი ავტომობილს სახლში ტენის. ამიტომ მომსახურება ფასიანი რომც  გახდეს, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ზარალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ელექტრომანქანების დამტენი სადგური გასული წლის ზაფხულში დამონტაჟდა. ახალი სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ელექტრომობილის მფლობელს დღემდე უფასოდ შეუძლიათ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment