2018-2022 წლებში აშშ იორდანიას ყოველწლიურად 1.3 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ France 24 წერს
მემორანდუმს ხელი ამანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, თანხა იორდანიის სამეფოს სამხედრო-ეკონომიკური მხარდაჭერისთვის დაიხარჯება, უმეტესი ნაწილი კი, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.
იორდანია აშშ-ის რეგიონული მოკავშირეა. 1951 წლიდან დღემდე ოფიციალური ვაშინგტონისგან იორდანიამ 20 მილიარდი დოლარი მიიღო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment